BG1.11

Nandapriya d · 2026-10-10
Held at ISKCON Tbilisi · ქართული

Before the battle begins at Kurukshetra, Bhisma and the Kaurava army sound their conchshells and war instruments to boost morale, but Krishna and the Pandavas respond by blowing their own divine conchshells. This sacred sound shatters the hearts of the Kauravas, signaling their impending defeat. With Lord Krishna personally guiding Arjuna on the battlefield, ultimate victory is guaranteed for the righteous Pandavas.

ამიტომ დაიწყებს თავისი მხედართმთავრების განსაკუთრებით Dronacarya-ს გამხნევებას და მისთვის იმის თქმას, თუ როგორი მამაცი და ძლიერი და გამოჩენილი მეომრები არიან მათ მხარეს, რომ გული არ გაუტყდეს. ტექსტი მე-11:

ayaneṣu ca sarveṣu
yathābhāgam avasthitāḥ
bhīṣmam evābhirakṣantu
bhavantaḥ sarva eva hi

თარგმანი: უკლებლივ ყველამ მხარში უნდა ამოუდგეთ პაპაბუა Bhisma-ს, როგორც კი ბრძოლის ასპარეზზე შესასვლელ მნიშვნელოვან ადგილებზე განალაგებთ ლაშქართა რიგებს. განმარტება: წინა ლექსში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაქო Duryodhana-მ Bhisma-ს სიმამაცე, მაგრამ ისიც გაითვალისწინა, რომ დანარჩენ მეომრებს ვაითუ დამცირებულად ეგრძნოთ თავი. ამიტომ ამ ლექსში იგი ჩვეული დიპლომატიით შეეცადა შექმნილი უხერხულობის გამოსწორებას. ჯერ ხაზი გაუსვა Bhismadeva-ს უდავოდ უდიდეს გმირობას, მაგრამ რაკი იგი საკმაოდ მოხუცებული იყო, ყველას განსაკუთრებით უნდა ეზრუნა მის საიმედო დაცვაზე. Bhisma მხოლოდ ერთ ფლანგზე თუ იბრძოლებდა, მტერი ამით ისარგებლებდა და ბრძოლის სიმძიმეს მთლიანად მეორე ფლანგზე გადაიტანდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სხვა გმირებს არ მიეტოვებინათ თავიანთი სტრატეგიული პოზიციები, რათა მტერს საბრძოლო რიგი არ გარღვეოდა და თავისი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცემოდა. ეს კი მათგან თვით თავგანწირვას მოითხოვდა. Duryodhana გრძნობდა, რომ Kuru-თა გამარჯვება ყველაზე მეტად Bhismadeva-ზე იყო დამოკიდებული. მასთან ერთად Dronacarya-ს იმედიც ჰქონდა. მას ახსოვდა, თუ Arjuna-ს ცოლს, Draupadi-ს, მსოფლიოს დიდ მხედართმთავართა თავყრილობის წინაშე გაშიშვლებას როგორ უპირებდნენ. უმწეო ქალი ყველას სამართლისკენ მოუწოდებდა, მათ კი სიტყვაც არ წამოცდენიათ. მან იცოდა, რომ ამ ორ მხედართმთავარს Pandava-ებთან გარკვეული სიყვარული აკავშირებდათ, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ეს გრძნობა აქაც არ იმოქმედებდა მათ ქცევაზე, რაც ერთხელ უკვე გამოვლინეს Pandava-ებსა და Kaurava-ებს შორის საპაექრო თამაშის დროს. ისევ Duryodhana ცდილობს, რომ ეს სიტუაცია, უხერხულობა რაღაცნაირად გამოასწოროს და გაამხნევოს თავისი მხარე.

tasya sañjanayan harṣaṁ
kuru-vṛddhaḥ pitāmahaḥ
siṁha-nādaṁ vinadyoccaiḥ
śaṅkhaṁ dadhmau pratāpavān

მაშინ Kuru-თა დინასტიის დიდმა, მამაცმა მხედართმთავარმა, მეომართა პაპაბუა Bhisma-მ ძლიერად ჩაბერა თავის ნიჟარას და გამოსცა ლომისღრიალის მაგვარი ხმა, რომლის გამოძახილმაც სიხარულით აღავსო Duryodhana-ს გული. განმარტება: Kuru-თა დინასტიის მამამთავარს ესმოდა თავისი შვილიშვილის, Duryodhana-ს გულისთქმა და თანაგრძნობისა და გამხნევების ნიშნად ისე ხმამაღლა ჩაბერა ნიჟარას, რაც სრულიად შეეფერებოდა Bhisma-ს ლომისებურ ძალას. ნიჟარა სიმბოლური ნიშანიც იყო Bhisma-ს ხელთ, რითაც მან ამ ცუდ, დამწუხრებულ შვილიშვილ Duryodhana-ს, რომ ბრძოლაში გამარჯვება არ ეწერა, ვინაიდან უზენაესი უფალი Krsna მოწინააღმდეგეთა მხარეს იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისი ვალი იყო ებრძოლა თავდაუზოგავად. აქ Bhisma, რომელიც Duryodhana-ს მხარეს არის, ხვდება, რომ Duryodhana ძალიან შეშინებულია და ამიტომ ჩაბერავს თავის ძლიერ ნიჟარას და ლომისებური ღრიალის ხმას გამოსცემს. ამით თითქოს უნდა გაამხნევოს იგი, მაგრამ ამავე დროს ის ამცნობს მას ქვეცნობიერად თუ ფარულად, რომ გამარჯვება Krsna-ს მხარეს იქნება, ანუ მეორე მხარეს იქნება. რატომ? იმიტომ რომ Krsna მოწინააღმდეგე ჯარის მხარესაა, თუმცა იგი უბრალოდ Arjuna-ს ეტლია, მაგრამ სადაც Krsna-ა, იქ იქნება გამარჯვება და აი ეს არის ამათი პრობლემა. Bhisma-ს საერთოდ არ უნდა და დიდი სურვილი არ ჰქონდა, რომ ებრძოლა განსაკუთრებით Pandava-ების წინააღმდეგ, მაგრამ ასეა პოლიტიკა და რადგანაც გახვეული იყო, ვალდებულება ჰქონდა, რომ ებრძოლა Kaurava-ების მხარეს, ანუ Pandava-ების წინააღმდეგ. ახლა მე-13 ლექსი ვნახოთ:

tataḥ śaṅkhāś ca bheryaś ca
paṇavānaka-gomukhāḥ
sahasaivābhyahanyanta
sa śabdas tumulo 'bhavat

ამის შემდეგ უეცრად გაისმა დიდი და პატარა ნიჟარების, დაფდაფების, საყვირებისა და ბუკთა ყურისწამღები ხმა.

tataḥ śvetair hayair yukte
mahati syandane sthitau
mādhavaḥ pāṇḍavaś caiva
divyau śaṅkhau pradadhmatuḥ

ამის შემდეგ მოპირდაპირე მხრიდან, თეთრი ცხენებით შებმულ დიდებულ ეტლში მსხდომმა უფალმა Krsna-მ და Arjuna-მ თავიანთი ღვთაებრივი ნიჟარები ჩაბერეს. განმარტება: Bhismadeva-ს ნიჟარისაგან განსხვავებით Krsna-სა და Arjuna-ს ნიჟარები აქ ღვთაებრივ ნიჟარებადაა წოდებული. მათი ხმა აუწყებდა მოწინააღმდეგეს, რომ Krsna Pandava-ებს უჭერს მხარს, მათ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ.

jayāstu pāṇḍu-putrāṇāṁ yeṣāṁ pakṣe janārdanaḥ

გამარჯვება მუდამ Pāṇḍu-ს ვაჟიშვილთა მსგავსი ხალხის მხარეზეა, ვინაიდან უფალი Krsna მათთან არის. და სადაც არ უნდა იყოს უფალი, ბედის ქალღმერთიც მასთანაა. იგი არასოდეს ტოვებს თავის მეუღლეს, ასე რომ Arjuna-ს გამარჯვება და კარგი მომავალი ელოდა, რასაც Visnu-ს, ანუ უფალი Krsna-ს ნიჟარის ტრანსცენდენტული ხმოვანება იუწყებოდა. გარდა ამისა, ეტლი, რომელშიც ამჯერად ორი მეგობარი, უფალი და Arjuna ისხდნენ, Arjuna-ს Agni-მ, ცეცხლის ღმერთმა აჩუქა. ეს კი მასში მსხდომთ მიერ სამი სამყაროს საზღვრებში ნებისმიერი ქვეყნის დაპყრობაზე მიუთითებდა. თუკი Kaurava-ების მხარემ მააჟღერა ნიჟარები, დაფდაფები, საყვირები და ბუკები, ახლა საპასუხოდ Krsna-მ და Arjuna-მაც გააკეთეს იგივე. თეთრ ცხენებში შებმული დიდებული ეტლი, რომელშიც ისინი ისხდნენ, Arjuna-ს აჩუქა ცეცხლის ღმერთმა Agni-მ. ეს უბრალო ეტლი არ არის, რა თქმა უნდა, და ის ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს. ეს ერთი. თან Arjuna-ს და Krsna-ს ნიჟარები არის მოხსენიებული როგორც divya, divyau. divyau ნიშნავს ორ ღვთაებრივ ნიჟარას. divya ღვთაებრიობას, ღვთაებრივს ნიშნავს संस्कृत-ზე. divyau ნიშნავს ორს. ორობითი რიცხვი არსებობს संस्कृत-ში, როგორც ჩვენთან არის ქართულში ვთქვათ და ასევე სვანურში, სხვათა შორის, არის ორობითი რიცხვიც. ესე იგი ორი თუ გინდა თქვა, იმას ცალკე რიცხვი აქვს. აი divyau, ეს არის ორობითის მაჩვენებელი. მე-15 ლექსში ნახეთ ახლა:

pāñcajanyaṁ hṛṣīkeśo
devadattaṁ dhanañjayaḥ
pauṇḍraṁ dadhmau mahā-śaṅkhaṁ
bhīma-karmā vṛkodaraḥ

უფალმა Krsna-მ ჩაბერა თავის ნიჟარას, რომელსაც Pancajanya ერქვა, Arjuna-მ თავისას — Devadatta, Bhima-მ კი, გაუმაძღარმა და გმირულ საქმეთა მოქმედმა — თავის შიშის მომგვრელ ნიჟარას, რომელსაც Paundra ერქვა. განმარტება: ამ ლექსში უფალი Krsna Hrisikesa-დ, ერთგულთა გრძნობების წარმმართველად არის მოხსენიებული, ვინაიდან მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველთა გრძნობები. ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან, ამიტომ მათი გრძნობებიც უფლის გრძნობათა განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენს. იმპერსონალისტებს უზენაესის პიროვნულობის უარყოფით ცოცხალ არსებათა გრძნობების არსებობის ახსნა არ შეუძლიათ, ამიტომ ნიადაგ ცდილობენ ყველა სულიერი გრძნობას მოკლებულ, ანუ უპიროვნო ცოცხალ არსებებად წარმოდგინონ...

უფალი ყოველ ცოცხალი არსების გულშია დავანებული და წარმართავს მათ გრძნობებს. მაგრამ ეს ხდება თავად ცოცხალი არსების მინდობის შესაბამისად. წმინდა ერთგულთა შემთხვევაში კი უფალი უშუალოდ ზედამხედველობს მათ გრძნობებს. აქაც Kuruksetra-ს ბრძოლის ველზე იგი პირადად წარმართავს Arjuna-ს ტრანსცენდენტულ გრძნობებს. ამიტომ მისი ერთ-ერთი სახელია Hrsikesa. სხვადასხვა მოვლენის შესაბამისად უფალი მრავალი სახელით მოიხსენიება. მაგალითად Madhusudana, ვინაიდან მოკლა დემონი Madhu. Agraja, ვინაიდან სიამოვნებას ანიჭებს ძროხებსა და გრძნობებს. Vasudeva, რადგან Vasudeva-ს შვილად მოევლინა დედამიწას. Devaki Nandana, ვინაიდან მან Devaki საკუთარ დედად მიიღო. Yashoda Nandana, ვინაიდან Vrindavana-ში ბავშვური გართობებით დაასაჩუქრა Yashoda. Partha Sarathi, ვინაიდან Arjuna-ს მეეტლე იყო. სწორედ ასევე მას უწოდებენ Hrsikesa-ს, ვინაიდან იგი წარმართავდა Arjuna-ს გრძნობებს Kuruksetra-ს ბრძოლის ველზე. ამ ლექსში Arjuna მოხსენიებულია, როგორც Dhananjaya, რადგან იგი ქონების დაგროვებაში ეხმარებოდა თავის უფროს ძმას, მეფეს, რომელმაც სხვადასხვა მსხვერპლშეწირვით ჩატარებისათვის ხარჯები გაიღო. სწორედ ასევე Bhima ცნობილია, როგორც Vrikodara, ვინაიდან იმდენი შეეძლო ეჭამა, რამდენ დევ-გმირულ საქმიასაც ჩაიდენდა, თუნდაც დემონი Hidimba მოეკლა. ამდენად Pandavas-ის მხარეს მყოფთა მიერ აგუგუნებული ყოველი ნიჟარის ხმა, დაწყებული უფლის ნიჟარით, მხნეობას მატებდა საბრძოლოდ თავშეყრილ მეომრებს. მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰყავდათ ასეთი დიდებული გმირები. არ ჰყავდათ უზენაესი წინამძღვოლი, უფალი Krsna და მათთან არც ბედის ქალღმერთი იყო. ამდენად ისინი განწირულნი იყვნენ წაეგოთ ბრძოლა. ნიჟარების ხმა მათ სწორედ ეს აუწყა Kuruksetra-ს ველზე გამაგრებულ ლაშქარს. ნუ აი სასწაული ლექსია, ხომ? კომენტარები. ესე იგი სახელები. უყურეთ, Krsna აბსოლუტური პიროვნებაა, ანუ აბსოლუტურად სულიერია, ხომ? და ყველაფერი რაც Krsna-ს ატრიბუტია, ან საგანია, აქვს, ან მას, მის სხეულს ამშვენებს, ან რაც ყველაფერი Krsna-სთან არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, მისი პირადი, ასე ვთქვათ, ნივთები და საგნები, აბსოლუტურად Krsna-ს ეული, Krsna-სგან არ განსხვავდება. ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ნიჟარა, რომელიც Krsna-ს ეყრა ხელთ, ის არის Krsna-სგან ფაქტიურად არ განსხვავდება, ისეთივე სათაყვანებელია. ამას ჰქვია Panchajanya Krsna-ს ნიჟარა. სასწაული სახელია. Arjuna-ს ნიჟარას კი ერქვა Devadatta, Bhima-ს ნიჟარას Paundra. და ასე შემდეგ. ეხლა აქ ამ ლექსში Krsna ნახსენებია, როგორც სახელით Hrsikesa. Hrishika ნიშნავს, Hrishika ნიშნავს გრძნობებს, გრძნობათა ორგანოებს რა: ხელები, თვალები, ცხვირი, ენა, ფეხები. ეს, სხვათა შორის, ეს ესენიც გრძნობებად ითვლება, ხომ? ესე იგი ხუთი გრძნობა ანუ გრძნობათა ორგანო არის ცოდნის მისაღები: თვალები, ყურები, ცხვირი, ენა, როგორც გემოვნების ორგანო და კანი, როგორც შეხების ტაქტილური ორგანო, ხომ? და არის ხუთი სამოქმედო: ეს არის ხელები, ფეხები, ენა, როგორც მეტყველება ამ შემთხვევაში და არა როგორც გემოს აღქმელი, სასქესო ორგანოები და ანუსი, მოსასაქმებელი, ასე ვთქვათ, ორგანო. ხო, აი ესენი არის ხუთი ცოდნის მისაღები და სამოქმედო, ხუთი სამოქმედო გრძნობა. ნუ Indriya ჰქვია ამას სანსკრიტზე. და Indriya-ები, ანდა Hrishika-ც, ხომ? აი Hrishikesha არის ესეთი ქალაქი ინდოეთში, რომელიც უბრალოდ Krsna-ს სახელია. და Isha ნიშნავს მეუფეს, უფალს, გამგებელს. Krsna არის ყველა გრძნობის გამგებელი. ესე იგი, რეალურად ყველა გრძნობა უნდა ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ არის ხალხი, რომელიც ჰგონიათ რომ ღმერთი ესმით, აბსოლუტი ესმით, უპირო, მაგრამ ისინი ხვდებიან ვითომ თავის ჭკუაში მხოლოდ Brahman-ს, უპიროვნო ამ სხივებს, ამ ციალს, ამ ნათებას. მაგრამ მათთვის ეს პიროვნება არის მიუღებელი და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ღმერთს პიროვნება აქვს. პიროვნება ნიშნავს, რომ მასაც უნდა ჰქონდეს გრძნობები. მათთვის წარმოუდგენელია, რომ Krsna შეიძლება იაროს, Krsna-მ შეიძლება საჭმელი მიიღოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, რასაც Krsna აკეთებს, არანაირად არ არის მატერიალური. ესე იგი, ის რაც ჩვენთვის ცნობილია ამ სამყაროში, იმისგან სრულიად განსხვავებულია. მაგრამ რაც ამ სამყაროშია, ეს ყველაფერი Krsna-ს რეალობის დამახინჯებული ანარეკლია. ხო, ერთი სიტყვით, როგორც ჩვენ გვაქვს ეს გრძნობები, ასევე აქვს, რა თქმა უნდა, Krsna-საც. ხო, და Krsna კიდე წარმართავს ყველა გრძნობებს, განსაკუთრებით თავისი ერთგულების. ანუ ყველაფერს გააკეთებინებს ისე, როგორც სწორი იქნება. ამ შემთხვევაში Krsna განაგებდა Arjuna-ს გრძნობებს და სწორედ ისე წარმართავდა Arjuna-ს ამ ბრძოლაში, როგორც საჭირო იყო. ხო, აი ეს Krsna-ს რახან გრძნობები აქვს, ბუნებრივია, საქმიანობებიც აქვს. 1000 რამეს აკეთებს. ისა არ არის ეს უპიროვნო Brahman გაიგეთ, უპიროვნო Brahman მისი ნათებაა, უბრალოდ, მასზე დაქვემდებარებული სხივებია. ხო, იმიტომ, რომ Krsna ბევრ რამეს აკეთებს, ხომ? ის თითქოს იბადება კიდევაც, რა, იმიტომ, რომ Devaki-nandana ჰქვია, იმიტომ, რომ ვითომ Devaki-სგან დაიბადა. Krsna სინამდვილეში არ იბადება, ის ყოველთვის არსებობს, ხომ? მაგრამ აკეთებს, ასე ვთქვათ, ამ გართობას, ლაღობას, ვითომ ის იბადება, ამიტომ ჰქვია Devaki Nandana, Devaki-ს შვილი. ანუ Yashoda Nandana, Yashoda-ს მისცა ეს საშუალება, რომ მას გაეზარდა და მისი ბავშვობის გართობების უშუალო მონაწილე და მოწმე ყოფილიყო Yashoda. ამდა Partha Sarathi Krsna არის Arjuna-ს მეეტლე. ანუ ხედავთ უამრავი მოქმედება აქვს და ამის შესაბამისად მას უამრავი სახელიც აქვს, უთვალავი. რამდენი ტალღაც არის ზღვაში, იმდენი სახელია Krsna-ს და უფრო მეტიც. ხო, აი ეს იმპერსონალისტებს ტოტალურად მიუღებელია. როგორ, რა სისულელეა! ხო, ეს Krsna-ს სახელები, ეს ყველაფერი რაღაც სიმბოლოებია, ეს ყველაფერი რაღაც გადატანითი მნიშვნელობა. არავითარ შემთხვევაში, ეს პირდაპირ მაგას ნიშნავს, რაც წერია, იმიტომ, რომ Krsna არის მატერიალური რეალობა. ხო, ასეთი რამე. Dhananjaya, ნუ Arjuna კიდე, ნუ ეხლა ეგ ცოტა Arjuna-ს და მისი ძმების ამბებია მოყოლილი აქ კომენტარებში. Dhananjaya, Dhananjaya, ერთი სახელი Arjuna-სი ნიშნავს, რომ მას სიმდიდრის მომპოვებელია. მას იმიტომ, რომ ის იყო მეომარი, ის იყო მეფე, მეფის ოჯახიდან, მას სიმდიდრე სჭირდებოდა. რატომ სჭირდებოდა? იმიტომ კი არა, საკუთარ სიამოვნებისთვის მოეხმარა, არამედ იმისათვის, რომ ის ღვთისმოსავი საქმეები გაეკეთებინა, ის მსხვერპლშეწირვა მიშაესრულებინა Krsna-ს დასაკმაყოფილებლად და ასე შემდეგ. ხო, კარგით, გავაგრძელოთ. აქ უკვე სამი ლექსია გაერთიანებული, ლექსი 16, 17 და 18.

Anantavijayaṁ rājā
Kuntīputro Yudhiṣṭhiraḥ
Nakulaḥ Sahadevaś ca
Sugoṣa-maṇipuṣpakau
Kāśyaś ca parameṣv-āsaḥ
Śikhaṇḍī ca mahā-rathaḥ
Dhṛṣṭadyumno Virāṭaś ca
Sātyakir cāparājitaḥ
Drupado Draupadeyāś ca
sarvaśaḥ pṛthivī-pate
Saubhadraś ca mahā-bāhuḥ
śaṅkhān dadhmuḥ pṛthak pṛthak

Kunti-ს ვაჟიშვილმა, მეფე Yudhisthira-მ ჩაბერა თავის ნიჟარა Anantavijaya-ს. Nakula-მ და Sahadeva-მ ჩაბერეს ნიჟარებს Sugosha-სა და Manipushpaka-ს. ამასთან ერთად, დიდმშვილდოსანმა Kasi-ს მეფემ, ძლევამოსულმა მებრძოლმა Shikhandi-მ, Dhrstadyumna-მ, Virata-მ და უმარცხებელმა Satyaki-მ, Drupada-მ, Draupadi-ს ვაჟიშვილებმა და სხვა, ო მეფეო, Subhadra-ს ძლევამაგარი შვილის მსგავსმა მეგობრებმა, ყველამ თავისი ნიჟარა აახმიანა. განმარტება: Sanjaya-მ ტაქტიანად მიმართა მეფე Dhrtarastra-ს, რომ მისი არას შორს მჭვრეტა ველური პოლიტიკა, Pandu-ს ვაჟიშვილების მოტყუებისა და საკუთარი შვილების ტახტზე აღმართვის მცდელობა მოსაწონი არ იყო. მრავალი ნიშანი უკვე აშკარად მოასწავებდა, რომ ამ დიდ ბრძოლაში დაიღუპებოდა Kuru-ს მთელი დინასტია. დაწყებული ბაბუა Bhishma-თი და დამთავრებული შვილიშვილებით, რომლებიც იყვნენ Abhimanyu და სხვები. მსოფლიოს მეფეების ჩათვლით, უკლებლივ ყველა სასიკვდილოდ იყო განწირული. მთელი ამ უბედურების მიზეზი კი გახლდათ მეფე Dhrtarastra, ვინაიდან იგი თავისი შვილების ლაქებს მხარს უჭერდა. აი რეალურად ეს არის საშინელი სცენები რა, რომ ამდენი ამბობენ 600 მილიონი კაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში. ესე იგი,

ამდენი ადამიანი დაღუპულიყო. და ამის მიზეზი იყო ერთი, ის რომ Dhrtarastra, ბრმა, ასე ვთქვათ, იმ დროისათვის მეფის მოვალეობის შემსრულებელი, რადგან მისი ძმა გარდაიცვალა და რახან იგი ბრმა იყო, ვერ გახდებოდა მეფე, მაგრამ მეფის, ასე ვთქვათ, პოზიცია ეკავა დროებით, იგი ძალიან უჭერდა მხარს თავის შვილებს. და ამ შვილებს ჰქონდათ საშინელზე საშინელი ზრახვები თავისი ბიძაშვილების, ვისაც ეკუთვნოდათ სინამდვილეში ეს სამეფო ტახტი, განსაკუთრებით Yudhishthira-ს, უფროს ძმას, მათი განდევნა უნდათ და ყველანაირად, რომ ისინი ჩამოეცილებინათ სამეფო ტახტს. ხოდა მამა, მათი მამა Dhrtarastra უჭერდა ამას მხარს. ამან გამოიწვია ის, რომ საბოლოო ჯამში თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ამოწყდა. ეს იყო, აქ კარგი და ცუდი ადამიანებიც დაიღუპნენ, მაგრამ რახან არავინ არ იღუპება, სინამდვილეში უბრალოდ სხეულს იცვლის სული და ეს ყველაფერი Krsna-ს ჩანაფიქრი იყო, ამიტომ ეს ბრძოლაც მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ომი გამართლებულია. ეს იყო განსაკუთრებული ომი, ეს იყო ისეთი ომი, როდესაც საჭირო იყო ამდენი დემონის დახოცვა. ხო, ნუ ეს Krsna-ს მოწყობილი ამბავია, ასე რომ არავითარ შემთხვევაში ეს ტექსტი არ ამართლებს არასაჭირო ომებს, რომლებიც დღეს მიმდინარეობს და რომელსაც ვიცნობთ ისტორიიდან. ბოდიში. ლექსი მეცხრამეტე:

sa ghoṣo dhārtarāṣṭrāṇāṁ
hṛdayāni vyadārayat
nabhaś ca pṛthivīṁ caiva
tumulo 'vyanunādayan

ამ ნიჟარათა ხმები საშინელ ხმაურში გადაიზარდა, ცასა და დედამიწაში არქია და შეაძრა Dhrtarastra-ს ვაჟიშვილთა გულები. განმარტება: Bhishma-ს ნიჟარის და თურეთანასხვა მომხრეთა ნიჟარების ხმაზე Pandava-ები არ შეშინებულან. ასეთი რამ არსადაც არ არის ნათქვამი. მაგრამ ზუსტად ამ ლექსში მითითებულია, რომ Pandava-ების მომხრეთა მიერ გამოცემულმა ხმებმა Dhrtarastra-ს ვაჟიშვილების გულები ნამდვილად შეაძრა. Pandava-ების შეუპოვრობის მიზეზი იყო თავად Pandava-ების რწმენა უფალი Krsna-სადმი. მას, ვინც უზენაეს უფალში შეაფარა თავი, უდიდესი განსაცდელის დროსაც კი არაფრის ეშინია. ლექსი მეოცე და ამით დავამთავროთ დღეს:

atha vyavasthitān dṛṣṭvā
dhārtarāṣṭrān kapi-dhvajaḥ
pravṛtte śastra-sampāte
dhanur udyamya pāṇḍavaḥ
hṛṣīkeśaṁ tadā vākyam
idam āha mahī-pate

ამ დროს Pandu-ს ვაჟიშვილმა Arjuna-მ, რომლის ეტლზეც Hanuman-ის გამოსახულებით დამშვენებული დროშა იყო აღმართული, ხელთ იპყრა მშვილდი და ისრები სატყორცნელად მოემზადა. ო მეფეო, საბრძოლო რიგებად დაწყობილ Dhrtarastra-ს შვილების დანახვაზე Arjuna-მ ასე მიმართა უფალ Krsna-ს. განმარტება: Bრძოლა ის ის იყო უნდა დაწყებულიყო. ჩანს, რომ Dhrtarastra-ს შვილები მეტ-ნაკლებად შეაშფოთა Pandava-ების სამხედრო ძალების ასეთმა მოულოდნელმა განლაგებამ და იმან, რომ ბრძოლის ველზე მათ უშუალოდ უფალი Krsna ხელმძღვანელობდა. Arjuna-ს დროშაზე გამოსახული Hanuman-ის ემბლემაც გამარჯვების მაუწყებელია, ვინაიდან Hanuman-ი Ravana-სთან ბრძოლაში ეხმარებოდა უფალ Rama-ს, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა. ახლა კი Rama-ცა და Hanuman-იც Arjuna-ს ეტლში იმყოფებოდნენ მის დასახმარებლად. უფალი Krsna თავად Rama-ა და სადაც უნდა იყოს უფალი Rama, მასთან არიან მისი მარადიული მსახური Hanuman-ი და მისი მარადიული მეუღლე Sita, ბედის ქალღმერთი. მაშ რისი უნდა შეშინებოდა Arjuna-ს? გარდა ამისა, გრძნობათა მეუფე უფალი Krsna პირადად იყო მასთან, ვითარცა წინამძღოლი, რომლისგანაც Arjuna-ს ნებისმიერი საჭირო რჩევის მიღება შეეძლო ბრძოლის წარმართვის თაობაზე. ყველა ეს ასეთი კეთილი პირობა, რომელიც უფალმა...

BG1.11 (ქართული)

WhatsApp Facebook Email ⬇️Download