Hare Kṛṣṇa, მოგესალმებით ყველას. დღეს ვიწყებთ Bhagavad-gītā როგორც ასეთის კითხვას ქართულ ენაზე. ახალი ფორმატით გაკეთდება ეს ყველაფერი იმ გაგებით, რომ ეს არის მშვენიერი აპლიკაცია, რომელიც ჯერჯერობით ბრაუზერზეა დაფუძნებული და რომელსაც შეუძლია სინქრონულად თარგმნოს სხვადასხვა ენაზე. ეს ჩემმა მეგობარმა, ერთმა ძალიან კარგმა ერთგულმა გააკეთა შვედეთიდან და გვაძლევს საშუალებას, რომ წავიკითხოთ რაღაც ლექცია და მსურველს შეუძლია მოითხოვოს თარგმანი, უფრო სწორად, დააჭიროს რაღაც გარკვეულ ღილაკს, რომელიც მას მისცემს საშუალებას ეს ლექცია მანქანური, რა თქმა უნდა, თარგმანით მოისმინოს გადათარგმნილი ინგლისურად, რუსულად, ჰინდიზე ასევე, და არის კიდევ რაღაც სხვადასხვა ენები, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. კარგით, დავიწყოთ Bhagavad-gītā როგორც ასეთი, თავი პირველი: Kurukṣetra-ს ველზე შეკრებილ ლაშქართა დათვალიერება. ეს იქნება პირველი სატესტო წაკითხვა და ამას შემდეგ უკვე მოჰყვება, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად ყველაფერი. გავაგრძელებთ, იმედია, რომ ჩავალთ ბოლომდე, მთელ Bhagavad-gītā-ს წავიკითხავთ. Bhagavad-gītā-ს კითხვის წინ ყოველთვის ვუმღერით ამ mantra-ს სამჯერ:
oṁ namo bhagavate vāsudevāya
oṁ namo bhagavate vāsudevāya
oṁ namo bhagavate vāsudevāya
dhṛtarāṣṭra uvāca
dharmakṣetre kurukṣetre samavetā yuyutsavaḥ
māmakāḥ pāṇḍavāścaiva kimakurvata sañjaya
Dhṛtarāṣṭra-მ თქვა: ო, Sañjaya, როგორ მოიქცნენ წმინდობის ადგილას, Kurukṣetra-ს ველზე შეკრებილნი, ბრძოლის ჟინით აღსავსე ჩემი და Pāṇḍu-ს შვილები? განმარტება: Bhagavad-gītā მკითხველთა ფართო წრისათვის ცნობილი თეისტური მეცნიერებაა, რომელიც განზოგადებულია gītā-māhātmya-ში, gītā-ს ქებათა ქებაში. მაშინ ნათქვამია, რომ ადამიანმა გულდასმით, Śrī Kṛṣṇa-ს ერთგულის დახმარებით უნდა წაიკითხოს Bhagavad-gītā და შეეცადოს მის საფუძვლიან გაგებას რაიმე პირადი ინტერპრეტაციის გარეშე. Arjuna-მ ეს სიბრძნე უშუალოდ უფლისგან მოისმინა და ეს უმაღლესი მოძღვრებაც აქედან შეიმეცნა. ეს არის მაგალითი Bhagavad-gītā-ს სწორი გაგებისა. თუკი ვინმეს ბედი იმდენად გაუღიმებს, რომ შეძლებს Bhagavad-gītā მოისმინოს უფლის ჭეშმარიტი წარმომადგენლისგან და ასე გააცნობიეროს იგი ყოველგვარ პირადულ მოტივზე აგებული ახსნა-განმარტებების გარეშე, მაშინ მისი ცოდნა მთელი ვედური სიბრძნისა და მსოფლიოს ყველა წმინდა წერილის შესწავლით მიღებულ ცოდნას გადააჭარბებს. Bhagavad-gītā-ში მოცემულია უკლებლივ ყველაფერი, რასაც სხვა წმინდა წერილები მოიცავენ, და მკითხველი მასში მონახავს იმასაც, რასაც სხვაგან ვერსად მიაკვლევდა. ეს არის gītā-ს განსაკუთრებული ღირსება. იგი სრულყოფილი თეისტური მეცნიერებაა, რადგანაც მას უშუალოდ ღვთის უზენაესი პიროვნება, უფალი Śrī Kṛṣṇa გადმოგვცემს. როგორც Mahābhārata-ში აღწერილი, თემა რაზედაც Dhṛtarāṣṭra და Sañjaya საუბრობენ, ამ დიდებული ფილოსოფიური წიგნის საფუძველია. როგორც ვგებულობთ, Bhagavad-gītā თავად უფალმა გადმოსცა Kurukṣetra-ს ბრძოლის ველზე, რომელიც ვედური ეპოქის უძველესი დროიდან წმინდა ადგილად არის ცნობილი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უზენაესი დაეშვა დედამიწაზე კაცობრიობის ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. მოცემულ ლექსში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიტყვას dharma-kṣetra - ადგილი, სადაც რელიგიური რიტუალები სრულდება, ვინაიდან Kurukṣetra-ს ბრძოლის ველზე ღვთის უზენაესი პიროვნება Arjuna-ს მხარეს იმყოფებოდა. Kurus-თა მამას, Dhṛtarāṣṭra-ს, ძალზედ აეჭვებდა თავისი შვილების საბოლოო გამარჯვება, ამიტომაც ეჭვებით შეპყრობილმა უპირველესად ეს ჰკითხა თავის ვეზირს, Sañjaya-ს: რას აკეთებენ? იგი მანამდეც დარწმუნებული იყო, რომ Kurukṣetra-ს ბრძოლის ველზე საომრად შეიყარნენ თავისი და მისი უმცროსი ძმის, Pāṇḍu-ს შვილები, მიუხედავად ამისა, ეს შეკითხვა მაინც საჭიროდ ჩათვალა. იგი იმთავითვე წინააღმდეგი იყო, რომ ძმისშვილები და ძმები რაიმე დათმობაზე წასულიყვნენ. ამავე დროს მას აღელვებდა, რა ბედი ეწეოდათ ბრძოლის ველზე მის შვილებს, ვინაიდან ბრძოლა უნდა გამართულიყო Kurukṣetra-ზე, რომელიც ვედების თანახმად, თაყვანისცემის ადგილია, თვით ზეცის ბინადართა თვისაც კი. Dhṛtarāṣṭra-ს ისიც აშინებდა, რომ წმინდა ადგილი გავლენას მოახდენდა ბრძოლის შედეგზე, ანუ იგი Arjuna-სა და Pāṇḍu-ს შვილებზე სასიკეთოდ იმოქმედებდა, ვინაიდან ბუნებით ისინი წმინდანები იყვნენ. Sañjaya გახლდათ რა Vyāsa-ს მოწაფე, მისი წყალობით Dhṛtarāṣṭra-ს ოთახიდანვე ხედავდა Kurukṣetra-ს და მას Dhṛtarāṣṭra ამიტომ აძლევდა კითხვებს ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ. Pāṇḍavas და Dhṛtarāṣṭra-ს შვილებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ Dhṛtarāṣṭra-ს შეკითხვა ნათელს ჰფენს მის დამოკიდებულებას ძმისშვილებისადმი. მან განგებ მოიხსენია საკუთარი შვილები Kurus-ად და ამით Pāṇḍu-ს შვილები ოჯახის მემკვიდრეობას ჩამოაშორა. ცხადია, მას თავის ძმისშვილებთან, Pāṇḍavas-თან არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდა. ამ საუბრის დასაწყისიდანვე უკვე ნათელი გახდა, რომ Kurukṣetra-ს წმინდა ველზე, რელიგიის უზენაესი მამა, Śrī Kṛṣṇa, ისე აღმოფხვრიდა მიწისაგან Dhṛtarāṣṭra-ს ძის, Duryodhana-ს მსგავსთ, ვითარცა ბრინჯის ყანიდან სარეველა ბალახს. სამაგიეროდ იქ, Yudhiṣṭhira-ს მეთაურობით, ჭეშმარიტად რელიგიურ პირებს დაამკვიდრებდა. ასეთი აზრი აქვს სიტყვებს dharma-kṣetra-სა და Kurukṣetra-ს, მათ ისტორიულ და ვედურ მნიშვნელობასთან ერთად. მე შევეცდები არ დაგღალოთ ჩემი კომენტარებით. ასე თუ ისე, შეიძლება რაღაც პატარა კომენტარი დავურთო. ეს შესავალი ლექცია არაჩვეულებრივი ლექციაა და კომენტარები არის ძალიან საინტერესო. მახსოვს, როგორი გავლენა იმოქმედა ამ პირველი ლექციის კომენტარებმა ჩემზე. მასში პირველად, დასაწყისში Śrīla Prabhupāda საუბრობს იმაზე, რომ როგორ უნდა... რა არის Bhagavad-gītā, როგორ უნდა გაიგო იგი, და როგორ უნდა მისცე თუ არა ინტერპრეტაცია, უფრო სწორად, არ უნდა მისცე, უნდა გაიგო ისე, როგორც გაიგო Arjuna-მ, ანუ დაუმახინჯებლად და არ უნდა მისცე შენებური ინტერპრეტაციები. და ასე შემდეგ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვების განმარტებას: dharma-kṣetra და Kurukṣetra, სადაც ბრძოლა უნდა გამართულიყო. და გავიხსენოთ, რომ ამ ლექსს ამბობს Dhṛtarāṣṭra, აი ამ ავი ძმების მამა, რომლებიც ემტერებიან Pāṇḍavas-ს. და თუმცა Dhṛtarāṣṭra-ს უნდა, რომ თავისმა შვილებმა გაიმარჯვონ, არავითარ შემთხვევაში არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ, მაინც მას ძალიან ეშინია, იმიტომ რომ ამ dharma-kṣetra-ს ველზე, ანუ ღვთისმოსაობის ველზე, სადაც ნახევარღმერთებიც კი ჩამოდიან იმისათვის, რომ იქ უზენაესს ეთაყვანონ, იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია, და ეს ადგილი დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით არის დელიდან, არ ვიცი რომელი მიმართულებით, მართალი გითხრათ, დღემდე არის ეს ადგილი, მას აქვს დიდი დიდი ეჭვი, რომ ეს ადგილი ცუდ გავლენას იქონიებს მათ შვილებზე იმ გაგებით, რომ ისინი დამარცხდებიან. და უკვე თითქოს ეს ლექსი გვამცნობს იმას, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება Dhṛtarāṣṭra-ს შვილების მარცხითა და Pāṇḍavas-ის გამარჯვებით. გადავიდეთ მეორე ლექსზე.
sañjaya uvāca
dṛṣṭvā tu pāṇḍavānīkaṁ vyūḍhaṁ duryodhanastadā
ācāryamupasaṅgamya rājā vacanamabrāvīt
Sañjaya-მ თქვა: ო, მეფევ, თვალი მოავლო რა Pāṇḍavas-თა საბრძოლველად განლაგებულ ლაშქარს, მეფე Duryodhana თავის მოძღვარს მიუახლოვდა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა. განმარტება: Dhṛtarāṣṭra დაბადებიდან ბრმა იყო, სამწუხაროდ იგი სულიერ ხედვასაც მოკლებული გახლდათ. მან მშვენივრად იცოდა, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში მისი შვილები მასავით ბრმანი იყვნენ და მტკიცედ სჯეროდა, რომ ვერასოდეს მორიგდებოდნენ დაბადებიდან ღვთისმოსავ Pāṇḍavas-თან. მას ისიც ადარდებდა, რომ წმინდა ადგილზე ბრძოლა მათთვის სასიკეთოდ არ დასრულდებოდა. Sañjaya-მ კარგად იცოდა, რატომ ჰკითხა მას Dhṛtarāṣṭra-მ ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ, ამიტომ სურდა გაემხნევებინა გულგატეხილი მეფე და დაერწმუნებინა, რომ მისი შვილები წმინდა ადგილის გავლენის გამოც კი არავითარ დათმობაზე არ წავიდოდნენ. ამ მიზნით Sañjaya მეფეს ამცნობს შემდეგს: Pāṇḍavas-ის საბრძოლო ძალების ხილვის შემდეგ, მისმა შვილმა, Duryodhana-მ, უმალ მხედართმთავარ Droṇācārya-ს მიაშურა, რათა არსებული ვითარება შეეტყობინებინა. ლექსში თუმცა თავად Duryodhana მეფედ არის მოხსენიებული, შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობის გამო მაინც იძულებული გახდა მხედართმთავრისთვის მიემართა. ამით მან ნამდვილი პოლიტიკოსის ალღო გამოავლინა, მაგრამ Duryodhana-ს თავისი დიპლომატიური ნიღაბი ვერ უფარავდა Pāṇḍavas-ის საბრძოლო განლაგების ხილვით აღძრულ შიშს. გავიხსენოთ, რომ ბრძოლის წინ...
Kṛṣṇa-მ დადო პირობა, რომ ის მონაწილეობას არ მიიღებდა ბრძოლაში. Pāṇḍavas-ებმა აირჩიეს Kṛṣṇa თავის მხარეს და Kṛṣṇa-ც მათ მხარეს დგას, ოღონდ ის იყო Arjuna-ს მეეტლე, რომელიც Arjuna-ს დაატარებდა ეტლით და არავითარ შემთხვევაში ის იარაღს არ აღმართავდა ამ ბრძოლაში, თორემ, რა თქმა უნდა, სადაც Kṛṣṇa ხელს აწვდენს, იქ ყოველთვის გამარჯვება იქნება. Duryodhana-ს უკვე ეშინია, ამიტომ იგი იძულებულია მიმართოს მხედართმთავარს, რომ Droṇācārya-სგან მიიღოს მაქსიმალური დახმარება და მასთან მოითათბიროს როგორ უნდა განალაგონ, იმიტომ რომ უკვე იცის, რომ ძალიან მძიმე ბრძოლა ელოდებათ.
paśyaitāṁ pāṇḍu-putrāṇām
ācārya mahatīṁ camūm
vyūḍhāṁ drupada-putreṇa
tava śiṣyeṇa dhīmatā
ო, ჩემო მოძღვარო, შეხედე Pāṇḍu-ს შვილთა ძლევამოსილ ლაშქარს, ასე გონივრულად რომ განულაგებია შენს მოწაფეს, Drupada-ს ძეს. განმარტება: ამ ლექსში ჩანს Duryodhana როგორ მოხერხებულად ცდილობს თავისი brāhmaṇa მხედართმთავრის, Droṇācārya-ს მიერ დაშვებული შეცდომები აღნიშნოს. Droṇācārya-ს გარკვეული სახელმწიფოებრივი დავა ჰქონდა მეფე Drupada-სთან, Arjuna-ს ცოლის, Draupadī-ს მამასთან. ამ დავის გამო Drupada-მ დიდი მსხვერპლშეწირვა აღასრულა, რის შედეგადაც მისგან ისეთი შვილის ყოლის კურთხევა მიიღო, რომელიც Droṇācārya-ს მოკვლას შეძლებდა. Droṇācārya-მ ეს მშვენივრად იცოდა და მაინც, როგორც სულგრძელმა brāhmaṇa-მ, Drupada-ს შვილს, Dhṛṣṭadyumna-ს, როდესაც იგი სამხედრო ხელოვნების შესასწავლად მიებარა, უყოყმანოდ გაანდო ბრძოლის წარმოებისთვის ცნობილი ყველა საიდუმლოება. ახლა კი, Kurukṣetra-ს ბრძოლის ველზე, Dhṛṣṭadyumna-მ Pāṇḍavas-ის მხარე დაიჭირა და მისგან შესწავლილი საომარი წესების გამოყენებით სწორედ მან განალაგა Pāṇḍavas-ის საბრძოლო რიგები. Duryodhana-მ სწორედ ეს შეცდომა შეახსენა Droṇācārya-ს, რათა მას ბრძოლაში მაინც გამოეჩინა სიფხიზლე და უდრეკი ხასიათი. ამით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ Droṇācārya-ს იმთავითვე არ უნდა გამოეჩინა შემწყნარებლობა Pāṇḍavas-ის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ მისი გამორჩეული მოწაფეები, რომელთაგან განსაკუთრებით საყვარელი და ნიჭიერი იყო Arjuna. Duryodhana-ს ეს შეხსენება ერთგვარი გაფრთხილება იყო — ბრძოლაში ასეთ შემწყნარებლობას Droṇācārya-ს უცილობელი დამარცხება მოჰყვებოდა.
atra śūrā maheṣv-āsā
bhīmārjuna-samā yudhi
yuyudhāno virāṭaś ca
drupadaś ca mahā-rathaḥ
ამ ლაშქარში მრავალი გმირი მშვილდოსანია, ისინი ბრძოლაში Bhīma-სა და Arjuna-ს არ ჩამოუვარდებიან, მათ შორის არიან Yuyudhāna, Virāṭa და Drupada-სდარი სხვა დიადი მებრძოლები. განმარტება: მართალია, თავად Dhṛṣṭadyumna-ს საშიშროებას არ წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნებაში უდიდესი გამოცდილების მქონე Droṇācārya-სათვის, მაგრამ მოწინააღმდეგეთა რიგებში მაინც მრავალი ისეთი ანგარიშგასაწევი, სახიფათო მეომარი იყო, რომლებიც Bhīma-სა და Arjuna-სავით საშიშნი იყვნენ. Duryodhana-მ გამარჯვების გზაზე დამაბრკოლებელ ძალად სწორედ ისინი მიიჩნია, რაკი მანამდეც კარგად იცნობდა Bhīma-სა და Arjuna-ს სამხედრო ხელოვნებას.
dhṛṣṭaketuś cekitānaḥ
kāśirājaś ca vīryavān
purujit kuntibhojaś ca
śaibyaś ca nara-puṅgavaḥ
აქ არიან Dhṛṣṭaketu, Cekitāna, Kāśirāja, Purujit, Kuntibhoja და Śaibya-ს მსგავსი დიადი, ძლევამოსილი გმირი მეომრები.
yudhāmanyuś ca vikrānta
uttamaujāś ca vīryavān
saubhadro draupadeyāś ca
sarva eva mahā-rathāḥ
აქ არიან ძლევამოსილი Yudhāmanyu და უძლიერესი Uttamaujā, Subhadrā-ს ძე და Draupadī-ს ვაჟიშვილები — ყოველ ამ მეომარს ეტლზე ამხედრებულს ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
asmākaṁ tu viśiṣṭā ye
tān nibodha dvijottama
nāyakā mama sainyasya
saṁjñārthaṁ tān bravīmi te
ო, შეუდარებელო brāhmaṇa, ნება მიბოძე ჩვენი გამოჩენილი მხედართმთავრების შესახებაც მოგახსენო, ისინი განსაკუთრებული თვისებებით არიან შემკულნი და ჩემი სამხედრო ძალების წინამძღოლობას იმსახურებენ. Duryodhana Droṇācārya-ს ჯერ უყვება მოწინააღმდეგე მხარეს ვინ არის და ასევე იმასაც, რომ შენ რომ ასწავლე Dhṛṣṭadyumna-ს, ნახე იმან ახლა როგორ განალაგა, თითქოს საყვედურობს, ოღონდ ისე არა, პირდაპირ — გადაკვრით. ამით ეუბნება, რომ ეს შეცდომა რომ დაუშვი, ახლა გამოასწორე ეს შეცდომა, რომ ბრძოლაში დაუნდობელი იყავი და განსაკუთრებით არ დაინდო Pāṇḍavas, მათ შორის კი ყველაზე მეტად Arjuna, რომელიც ყველაზე უფრო გიყვარს, რადგან Arjuna იყო მისი გამორჩეული მოწაფე. ახლა კი უკვე გადადის თავისი ძალების აღწერაზე, რომ მთლად მასეც არ არის, ისინი კი არიან კარგები, მაგრამ ნახე ჩვენთანაც ვინ არიან. ახლა ამას ჩამოთვლის, მის მხარეს მებრძოლ გამოჩენილ მეომრებს.
bhavān bhīṣmaś ca karṇaś ca
kṛpaś ca samitiñjayaḥ
aśvatthāmā vikarṇaś ca
saumadattis tathaiva ca
ესენი ხართ თქვენ, მუდამ გამარჯვებულნი: შენ, Bhīṣma, Karṇa, Kṛpa, Aśvatthāmā, Vikarṇa და Somadatta-ს ვაჟი, სახელად Bhūriśravas. განმარტება: Duryodhana ჩამოთვლის გამოჩენილ გმირთა სახელებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მუდამ გამარჯვებულნი გამოდიან. Vikarṇa Duryodhana-ს ღვიძლი ძმაა, Aśvatthāmā Droṇācārya-ს ვაჟი, Saumadatti, ანუ Bhūriśravas კი, Bāhlika-ების მეფის ძეა. Karṇa Arjuna-ს ნახევარძმაა, ვინაიდან იგი მანამდე იშვა Kuntī-სგან, სანამ მეფე Pāṇḍu შეირთავდა ცოლად. Kṛpācārya Droṇācārya-ს ცოლის ტყუპისცალი ძმაა.
anye ca bahavaḥ śūrā
mad-arthe tyakta-jīvitāḥ
nānā-śastra-praharaṇāḥ
sarve yuddha-viśāradāḥ
აქ შეხვდები მრავალ სხვა გმირსაც, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ ჩემთვის. ყველა წესისამებრ აღჭურვილია ათასგვარი იარაღით და გამოცდილია სამხედრო ხელოვნებაში. განმარტება: რაც შეეხება Jayadratha-ს, Kṛtavarmā-სა და Śalya-ს, ყოველი მათგანი მზად გახლდათ თავი გაეწირა Duryodhana-სთვის. ეს თავგანწირვა წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ისინი Kurukṣetra-ს ბრძოლაში უნდა დაღუპულიყვნენ, რადგან მათ ცოდვილი Duryodhana-ს მხარე აირჩიეს. ცხადია, ზემოხსენებული მეგობრების ერთობლივი ძალების მოიმედე Duryodhana-ს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა.
aparyāptaṁ tad asmākaṁ
balaṁ bhīṣmābhirakṣitam
paryāptaṁ tu idam eteṣāṁ
balaṁ bhīmābhirakṣitam
ჩვენი ძალები განუზომლად დიდია, ამასთან ჩვენ საიმედოდ გვიცავს პაპა Bhīṣma, Pāṇḍavas-თა ძალები კი შეზღუდულია, თუმცა მათაც საგულდაგულოდ მფარველობს Bhīma. განმარტება: აქ Duryodhana ერთმანეთს ადარებს ორივე მხარეს განლაგებულ სამხედრო ძალებს და ასკვნის, რომ მისი საომარი შესაძლებლობები განუზომლად დიდია, ვინაიდან მათ ყველაზე გამოცდილი მხედართმთავარი, პაპა Bhīṣma იცავს. მეორეს მხრივ, Pāṇḍavas-ის ძალები ბევრად მცირეა და მათი მეთაურიც Bhīma-ა, Bhīṣma-სთან შედარებით ნაკლებად გამოცდილი მხედართმთავარი. Duryodhana ყოველთვის მტრობდა Bhīma-ს, ვინაიდან კარგად იცოდა, რომ სიკვდილი მხოლოდ მისი ხელით ეწერა. ამჯერად კი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში, რადგან მის მხარეს იდგა გაცილებით დიდი სარდალი პაპა Bhīṣma. მისი გამარჯვების ეს რწმენა უსაფუძვლო არ გახლდათ. მოდი დღეს ამით დავამთავროთ და მე-11 ლექსიდან გავაგრძელოთ ხვალ.